ქალაქი ცხინვალი
როგორც ამბობენ ცხინვალი მთლიანად მიწასთანაა გასწორებული. იმ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, რომლებიც ქალაქში იდგა, ანდაც ქალაქის მიდამოებში რა ბედი ეწიათ ჯერ არ ვიცი.
(ტექსტი, სურათი და ნახაზი აღებულია წიგნიდან შიდა ქართლი (ცხინვალის რაიონი) 1981-1983 წლების ექსპედიციის მასალები, ტ.1, თბ., 2002.)
აქ, ქალაქის აღმოსავლეთით განაპირას განთავსებულია XVI-XVII საუკუნეებით დათარითებული, რიყის ქვითა და ქართული აგურით ნაშენი ამაღლების ეკლესია.
ქალაქის სასაფლაოზე მდებარეობს წმინდა გიორგის (ზღუდერი) სახელობის XVII საუკუნის ეკლესია . ტაძარის სამხრეთის შესასვლელის თავზე ექვსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა განთავსებული:
’’ჰოი, ახოვანო მოწაფეთა შორის მტავარ მოწამეო წმინდაო გიორგი (მწე და) მფარველ გვექმენ ორთავე შინა ცხოვ(რებასა მადიდე)ბელსა დედოფალთ დედოფალსა ხელმწიფის დად(იანის დასა) მარიამს და ნაცვალ გვაგე მადლი დაფარვა შენ მიერი დღესა მას დიდისა გან(კით)ხვისასა, ამინ.’’
მეორე, სამსტრიქონიანი წარწერა განთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლიდან მარცხნივ:
’’წმინდაო, ღვაწლისა მძლეო, მოწამეთა შორის წარჩინებულო წმინდაო (გიორგი) ზღუდრი(საო მწე და) მფარველ ექმენ ტაძრისა შენისა და ზედა მდგომელსა მ(იქაელსა)... ძეს იოანეს ცოდვანი მის(ნი შეუნდვენ, ამინ).’’
ღვთისმშობლის სამრეკლო-სამლოცველო: ჯაფარიძის ქ #8ში მდებარე სამრეკლოს ქვედა სართული სამლოცველოდ გადაუკეთებიათ, ხოლო ეკლესია დაანგრიეს XX საუკუნის 60-იან წლებში . მის ადგილას ააშენეს საცხოვრებელი სახლი.
საბანოვის #4 დგას გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული კოშკი.
ტელმანის ქ #85ში მდებარე კავთის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია თარიღდება X-XI საუკუნეებით. იგი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით სქელ დუღაბზე, რომელიც შემდეგ შეულესიათ. ფასადების კუთხეები კარგად თლილი ქვითაა ამოყვანილი.
ეკლესიის დასავლეთ ფასადზე ორი უსისტემოდ ჩალაგებული ჩუქურთმიანი ქვაა. აღმოსავლეთ სარკმლის შუა სვეტზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ჩრდილოეთი და სამხრეთჳ ფასადები გლუვია.
წმინდა გიორგის სახელობის გვიანი შუა საუკუნეების რიყის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია მდებარეობს სომხის ქ #16.
No comments:
Post a Comment